„თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით“, - ეს განცხადება ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში, 6 მაისს შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა.
მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
Reuters-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, 74 წლის ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს და შესაძლოა, კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვოს.
ოპოზიციის ეგმა მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, რომელმაც შარშან 85%-ს მიაღწია.