კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამბოჯამაც მიიღო

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600,000 დოზა კამბოჯას მიაწოდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

მიუხედავად ჩინური ვაქცინის ეფექტურობისა, კამბოჯა კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც Sinopharm-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი მიიღო.

ჩინეთი კამბოჯას დაჰპირდა, რომ მილიონი მოსახლისთვის საჭირო დოზებს გადასცემდა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 600,000 დოზაა, რაც მხოლოდ 300,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

ქვეყანა 16 მილიონი მოსახლიდან მინიმუმ 10 მილიონის აცრას აპირებს. ამისთვის ისინი, როგორც ჩინურ, ასევე ბრიტანულ პრეპარატებს გამოიყენებენ.