თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ კლინიკას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.