ბანგლადეშმა ვაქცინაცია Astrazeneca-ს პრეპარატით დაიწყო და ქვეყანა პირველ თვეებში 3.5 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს. თითოეულს ორი დოზა 4 კვირის განმავლობაში გაუკეთდება. იტყობინება Reuters-ი.
170 მილიონიანი ბანგლადეში მოსახლეობის 80%- ის იმუნიზაციას აპირებს, თუმცა პირველ ეტაპზე სამიზნე ჯგუფები განახევრდება, რადგან 6 თებერვალს რეგისტრაცია მხოლოდ 328 000-მა ადამიანმა გაიარა.
ბანგლადეშმა ინდოეთიდან (COVISHIELD - მსოფლიოს უდიდესი ვაქცინის მწარმოებელი, რომელიც AstraZeneca-ს ადგილობრივად ქმნის) ვაქცინის 5 მილიონი დოზა მიიღო. ქვეყანამ საჩუქრის სახით ამ კომპანიისგან 2 მიოლიონი დოზა მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ლოდინი დასრულდა. „დღეს გავიკეთე ვაქცინა და თავს კარგად ვგრძნობ. ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს“, - აღნიშნა ზაჰიდ მალექიმ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სპეციალისტები (567) აიცრნენ, თუმცა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.