„თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო.
„უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებით, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.