ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ქართველ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი საელჩომ Facebook-ზე განათავსა.
„ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში. თქვენ ემსახურებით თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ღირსეულად და პატიოსნად, ატარებთ რა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად აღსრულების მძიმე ტვირთს. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რასაც აკეთებთ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.