დღეიდან  ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა

დღეიდან ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან", - ნათქვამია განცხახებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.