თბილისში, მთაწმინდის რაიონში კაცი დაჭრეს

თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე კაცი დაჭრეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, პირი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ქართული სატელევიზიო მედისაშუალებების ცნობით, დაჭრილს, რომელსაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.