მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტომ მიიღო

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.

სააგენტოს სათავო ოფისი რომშია. ის ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება.

"საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში შიმშილის მსხვერპლთა ზრდა გამოიწვია. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები არის საუკეთესო ვაქცინა ქაოსის წინააღმდეგ.". - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემიის ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონია ($1.1 მილიონი).