24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 6 593 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 3 887 ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.
საქართველოში ჯამში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 350, გარდაიცვალა 3 298 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.
204 ახალი შემთხვევიდან 86 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 554, საიდანაც 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449.
მძიმე პაციენტი: 499. მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 134. მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15.
295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408.