უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს

უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი საბაჟო გამშვებ პუნქტ ბათუმის პორტში შემოვიდა.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.