გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიეტუვის მოქალაქეა. 

გუშინ, ჯომარდობის დროს, ორი ტურისტი მდინარე არაგვმა გაიტაცა. კიდევ ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარს მაშველებმა გუშინ მალევე მიაკვლიეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა.

მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.