გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექიმები ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს ინიციატივა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს ეკუთვნის. სახელფასო დანამატის გაცემის მიზეზი კორონავირუსის პანდემინიის დროს ექიმების მხრიდან გაწეული შრომაა.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი.
პრემიას 1 038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბონუსებისთვის ფედერალური მთავრობა ჯამში 450 მილიონ ევროს გამოყოფს.