საქართველოში უახლოესი ამინდის პროგნოზი ასეთია:
17 მაისს ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოღრუბლული თუმცა უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც დღისით +18 გრადუსია, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით +24 ღამის ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ნალექი.