ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც კომიდან გამოდის, კორონავირუსის შესახებ არაფერი იცის

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა და კომიდან ახლა გამოდის, კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის.

19 წლის ჯოზეფ ფლავილი ავტოკატასტროფაში, ბრიტანეთის პირველ კარანტინამდე რამდენიმე დღით ადრე მოყვა. ერთ წელიწადზე მეტია, რაც ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. დედამისის თქმით, ფლავილის გამოჯანმრთელება წარმატებულად მიმდინარეობს. ის საუბარზე რეაგირებს.

საავადმყოფოში ყოფნის დროს, კორონავირუსის პრევენციული ზომები გამო, მის ოჯახს ბიჭის მონახულების საშუალება არ ჰქონია. ექიმების თქმით, ბიჭმა კორონავირუსი უკვე ორჯერ გადაიტანა.

„არ ვიცი, ჯოზეფი როგორ მიიღებს ჩვენს მონათხრობს კარანტინის შესახებ",- ამბობს მისი დეიდა და დასძენს, რომ მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გამოჯანმრთელების გასავლელი.