ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხდიან.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.