დღეს, 11 წლის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
როგორც ცნობილია, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილება მოსახლეობას უფასოდ შეეძლება.
საწყის ეტაპზე მოსახლეობას 5 ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი 4 მიმართულებით დილის 08:00-დან, საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს.
თავდაპირველად, სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებენ, შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოემსახურება.
ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები გათვლილი იქნება 50 მგზავრზე და ასევე, ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა.
ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქ თელავში, ბოლოს 2008- 2010 წლებში მოძრაობდა.