ჩინეთმა ავსტრალიელი ჟურნალისტი, ჩანგ ლეი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. გამოცემის ცნობით, ჩანგ ლეის ბრალი სახელმწიფო საიდუმლოს საზღვარგარეთ გადაცემაში წაუყენეს.
ჩანგ ლეი, ექვს თვეზე მეტია, რაც საპატიმროშია, მას ბრალი ოფიციალურად 5 თებერვალს წარუდგინეს. გასული წლის აგვისტოდან ის საპატიმროში იმყოფებოდა, ჩინეთის კანონმდებლობით მას არც ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ ჰქონია.
ჩინეთში დაბადებული, ავსტრალიელი ჟურნალისტი დაპატიმრებამდე ჩინეთის სამთავრობო ტელევიზიაში მუშაობდა. ჩანგ ლეის დაპატიმრების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში პეკინში რამდენიმე უცხოური მედიის ჟურნალისტიცაა დაბარებული.