პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტური მართვისა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის ბრალდებით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა.
როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი წერს, სასამართლოს მიმართეს შემდეგი მოთხოვნით: სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს ბავშვების სკოლებში დაბრუნებისას.
ორგანიზაცია დღეს შეტანილი საქმის გარდა, სასამართლოსთვის კიდევ ერთი სარჩელით მიმართვას გეგმავს
„მალევე შევიტანთ ძირითად სარჩელს.რადგან მთავრობა არ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას სკოლების სტიქიურ და მოუმზადებელი გახსნისას, გვინდა სასამართლო სისტემა ჩაერთოს ბავშვების დასაცავად და თქვას მოსამართლემ თავის სიტყვა - რომ ბავშვების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყანაში არ დაუშვებს.დეტალი სპეციალურად იურისტებისთვის: სარჩელი და უზრუნველყოფა შეგვაქვს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ ბავშვების დამცველ ორგანიზაციას. ეს ინსტიტუტი საქართველოში პირველად 2021 წლის იანვარში ამოქმედდა, იუსტიციის სამინისტრომ პირველად მოგვანიჭა ასეთი სტატუსი და სასამართლოც პირველად განიხილავს ბავშვების უფლებების კოლექტიურ და განსაკუთრებით მძიმე დარღვევას", - აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან გაიხსნა. მშობლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ, მათი შვილები საკლასო ოთახებიდან ისწავლიან თუ, დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან.
განათლების სამინისტრომ დღეს, სკოლების ადმინისტრაციისთვის, პედაგოგებისთვის, მოსაწვლეებისთვის და მათი მშობლებისთვის, პანდეემით გამოწვეული ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს