ევროპული ქვეყნები უკრაინის მადლიერნი უნდა იყვნენ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ამჟამად უკრაინელი ხალხი ევროპისთვის. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ალბანეთს არასოდეს ჰქონია ილუზია მოსკოვის რეჟიმის ბუნების ცვლილების შესახებ.
„ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან, უკვე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღარ არსებობდა. ნუ მთხოვთ, ახსნას როგორ და რატომ, რადგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენს მოგზაურობას ისლანდიაში“, - განაცხადა ედი რამამ.
რამამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან პუტინის პოპულარობა ალბანეთში 0,7%-დან 1,2%-მდე მერყეობს.