აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, ხელისუფლემამ უნდა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის ოფისის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა და სათანადო სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.