მოლდოვა აღარ იყენებს რუსულ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას და დაასრულა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა ხუთშაბათს, ბუქარესტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთში მოდიოდა, დღეს მოლდოვას რუსეთის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე არსებობა შეუძლია “, - განაცხადა რესეანმა.
მისივე თქმით, მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს.
ის ინტეგრირებულია ევროპის ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად.
ინფორმაციისთვის, აპრილში მოლდოვის ენერგოკომმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ბერძნული გაზის ოპერატორ - DEPA Commercial-თან.
ევროკავშირი შეთანხმდა ე.წ. გაზის ერთობლივი შესყიდვის პლატფორმაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირიდონ ერთმანეთთან კონკურენცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ერთობლივი მსყიდველობითი ძალით. ამ პლატფორმის წევრები არიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი.