იტალია უკრაინელ ახაიტალია უკრაინელ ახალწვეულებს იტალიის სკოლებსა და სამხედრო ობიექტებზე გაწვრთნის. ამასთან, მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირ-უკრაინის სასწავლო პროგრამებში ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ხუთშაბათს განაცხადა.
მისივე თქმით, იტალიას ასევე სურს სპეციალიზებული სასწავლო მოდულების ჩატარება საკუთარ ტერიტორიაზე.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა, რომ 16000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში.