პრემიერი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე: თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ შეიძლება, ბევრი რამ განვიხილოთ

რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს. მისი თქმით, „ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა, ის არის ქვეყნის მტერი“.

 „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ NATO-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ.

მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა.

ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი.

მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის.

მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ.

თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.