შოთა ხაბარელი: თეა წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს

„თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის ძალიან კარგი მნეჯერია", - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ყოფილმა სპორტსმენმა შოთა ხაბარელმა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც ხაბარელმა აღნიშნა, წულუკიანი სპორტის სფეროს იცნობს და მისი მართვაც შეუძლია.

„თეა წულუკიანმა ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და მე ვფიქრობ, ზუსტად თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის ძალიან კარგი მენეჯრია, სფეროსაც იცნობს, დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცავა“, - განაცხადა ხაბარელმა.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი ამჟამად პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.