რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ძებნილად გამოაცხადა“, - იტყობინება რია ნოვოსტი.
რომელი მუხლით „იძებნება“ პროკურორი, არ სახელდება.
შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.