რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC-ს ცნობით, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „ცივი ომის“ დასრულების შესახებ მოლაპარაკებაში.

შულცი სამი რესპუბლიკელ პრეზიდენტთან: დუაიტ აიზენჰაუერთან, რიჩარდ ნიქსონთან და რონალდ რეიგანთან მსახურობდა.

რეიგანის პრეზიდენტობისას, საქმიანობის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირთა ურთიერთობების დალაგებას მიუძღვნა.

1989 წელს, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჯორჯ შულცი რესპუბლიკურ პარტიაში სტრატეგიული საკითხებით იყო დაკავებული და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის როგორც კალიფორნიის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის, მრჩეველთა საბჭოს წევრი.