ლევან კობერიძე პარტია "ლელო თავისუფლებისთვის" ტოვებს. კობერიძის განმარტებით მისი წასვლის მიზეზი, პარტიისა და მის ხედვებს შორის აზრთა ხვადასხვაობა გახდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლევან კობერიძე პარტია "ლელოდან" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
მისი განმარტებით, ორ პოლუსიანობის დასამსხვრევად, მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია „ქართული ოცნების“ გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე. მას კი "ლელო" ალტერნატიულ პოლიტიკურად ძალად მიაჩნდა.
" „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. ორ პოლუსიანი პოლიტიკის წინააღდეგ ბრძოლა. თუმცა, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა, დამეტოვებინა პარტია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წელს დატოვა და 2020 წლის აგვისტოში, პარტია "ლელო თავისუფლებისთვის" შეუერთდა. პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა რომ კობერიძე "ლელოს" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდებოდა