ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა - რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა - მელია

რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა, - “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელი სოციალურ ქსელში წერს.

„ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა!

რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა!

თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას!

ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, - წერს მელია.


ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.