სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაკავებული 17-ვე პირი თავისუფალია

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მათგან ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა.

„ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.


20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“.

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.