სინოდი სასულიერო პირების ვაქცინაციის საკითხს 11 თებერვალს განიხილავს

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სასულიერო პირები, ამ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ.

ამის შესახებ Europetime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჯერ კიდევ იანვარში განუცხადა.

„ვაქცინის შესახებ ჩვენ ჯერ არ ვიცით ბევრი არაფერი. არც პროცედურის შესახებ. ძალიან ამორფულია სიტუაცია. ვერ გეტყვით ვერაფერს. არაფერი არ ვიცი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ისეთი მსჯელობა, რომელიც საერთო აზრს შეკრებდა. არსებობს რაღაც ცალკეული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცით საპატრიარქოს უმაღლეს ორგანოში რა გადაწყდება. თუმცა ჯერჯერობით, სინოდის გადაწყვეტილებამდე ვაქცინაცია ებაყოფლობითი - ვისაც სურს, გაიკეთებს. ვისაც სურს - არა“, - განუცხადა Europatime-ს რამდენიმე კვირის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

მოგვიანებით მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა რომ ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია იყო.

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის ნაწილის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.