ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ კოალიციის შექმნის საკითხზე.
ბორელის თქმით, კარგია, რომ G7-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, მოამზადოს ნიადაგი უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო თვითმფრინავების მისაწოდებლად.
შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.