თეგი: F-16

რუმინეთმა MIG-21-ის ფრენები შეაჩერა

NATO-ს წევრმა რუმინეთმა სამხედრო თვითმფრინავების - MiG 21 LanceR-ის ფლოტის მოქმედება გახშირებული ავარიების გათვალისწინებით შეაჩერა და ნორვეგიიდან F-16-ების შესყიდვას დააჩქარებს. ამის შესახებ Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, რომელსაც რუმინეთთან აქვს საზღვარი. მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ თვითმფრინავები განლაგებული ქვეყანაში გაძლიერებული საჰაერო მისიებისთვის, რაც  აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერების ფარგლებში, NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუმინეთმა თავისი პირველი F-16 თვითმფრინავები პორტუგალიისგან 2016 წელს იყიდა, რადგან მუშაობს ძველი ეპოქის MiG-ების ეტაპობრივად გასხვისებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს პროცესს ნორვეგიიდან დამატებით, 32 F-16 თვითმფრინავის შესაძენად. ბოლო ავარია მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საჰაერო პატრულირების მონაწილე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. შვიდი ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა ისინი ასევე ავარიის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციისთვის, MiG 21 - ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც შეიქმნა მიქოიანის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ, საბჭოთა კავშირში. F-16 მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აწარმოა. დაპროექტებულია  როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და წარმატებულ მულტიფუნქციურ თვითმფრინავად ითვლება. ასევე წაიკითხეთ რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. „პროცესი გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამხედრო, პოლიტიკური თუ დიპლომატიური თვალსაზრისით. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და გონივრულ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ", - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს. თურქული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ახალ დაბრკოლებას შეუქმნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გეგმას, თურქეთს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიჰყიდოს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა 30 ივნისს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა.

F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, თურქეთის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა

თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, დელეგაცია აშშ-ის ოფიციალური პირების მიწვევით, ვაშინგტონში მომავალ ორშაბათს ჩავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყიდვის პირობებს, რომლებსაც კონგრესის ზოგიერთი წევრი ემხრობა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ანკარისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუ ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის ასევე მოიცავს კონკრეტული ნაბიჯების აღწერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოიერიშეები არ გამოიყენებოდეს საბერძნეთის თავზე „არაავტორიზებული ფრენებისთვის“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“და ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.  

თურქეთი F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის საკითხზე აშშ-სგან „კონკრეტულ ნაბიჯებს“ ელის

ანკარა მოელის, რომ აშშ-ის მიერ F-16 გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი სწრაფად დასრულდება. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი პოზიტიური მიდგომის შესაბამისად, ახლა თურქეთს სურს, იხილოს კონკრეტული ნაბიჯები ვაშინგტონისგან, განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.

უკრაინა მოკავშირეებისგან 24 გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებას ელის - მედია

უკრაინა მოკავშირეებისგან 24 გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებას ელის. ამის შესახებ უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა El País-ზე დაყრდნობით წერს. გაზეთი წერს, რომ ეს არის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინის არმია თავისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან მიიღებს. „საჰაერო ძალების პრიორიტეტი ამერიკული F-16-ების მიღებაა, თუმცა კიევი განიხილავს ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტს“, - წერს გაზეთი.  

აშშ-ში უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავენ - Politico

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები პენტაგონს ფარულად უბიძგებენ გადაწყვეტილებისკენ, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა დაამტკიცოს, რათა ქვეყანას დაეხმაროს, დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან. თუმცა ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი ორიენტირებულია კიევისთვის იმ შესაძლებლობების გაგზავნაზე, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. კიდევ ერთმა ინფორმირებულა წყარომ Politico-სთან განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საკუთარი თვითმფრინავების გადაზიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და სხვა ქვეყნებიდან F-16-ების რეექსპორტის დამტკიცებას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.  

აშშ თურქეთისთვის F-16-ის აღჭურვილობის მიყიდვას აპირებს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს თურქეთისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის პაკეტის მიყიდვა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის კომიტეტების ლიდერებმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადეს, ამბობენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. ამის შესახებ Reuter-ი წერს. უფრო დიდი შეთანხმება, მილიარდობით დოლარის F-16-ების შესყიდვის შესახებ, კონგრესში მუდმივი წინააღმდეგობის ფონზე ბუნდოვანი რჩება. დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს თავდაცვის შეთავაზებულ ტრანსფერებზე ან გაყიდვებზე, ვიდრე ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად არ აცნობებენ. ამ მიყიდვის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდი გარიგება მიიღებს მწვანე შუქს კონგრესისგან, რადგან ამერიკელი კანონმდებლები ეძებენ გარანტიას თურქეთისგან იმ საკითხებზე, რომლებიც NATO-ს გაფართოებას სცილდება. კერძოდ, ეს საკითხები მოიცავს საბერძნეთთან დაძაბულობის სამუდამოდ განმუხტვას, ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, აცხადებენ წყაროები.      

კულება: F-16-ის გადაცემა უკრაინისთვის, ევროპის უსაფრთხოებაში ათწლეულის ინვესტიცია იქნება

უკრაინის უზრუნველყოფა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „არ არსებობს რაციონალური არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღებს უკრაინა თანამედროვე დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინა არის ევროპის დამცველი. უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე. მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, შეასრულონ წამყვანი როლი უკრაინის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებაში და ამით აჩვენონ თავიანთი სტრატეგიული ლიდერობა.  

ნიდერლანდები ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის შესაძლებლობას

ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კომეტარზე დაყრდნობით წერს. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობას. „ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ F-16-ის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის ზოგიერთ სხვა მხარესთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა რუტემ სან პაულოში ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს. რუტემ 4 მაისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.  

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები: უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული

დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან. მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“. „გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.    

პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააპროტესტებენ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემას. ამის შესახებ Politico იტყობინება, რომელიც პენტაგონის წარმომადგენელს ესაუბრა. მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთხელ უარყო ამ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა, მას არასოდეს გამოურიცხავს მესამე მხარის გადაცემის დამტკიცება სხვა ქვეყნის მიერ. „როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში F-16-ების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, პენტაგონის წარმომადგენელმა მიუთითა Politico-ს იანვრის სტატიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირს ციტირებდა: „მე არ ვფიქრობ, რომ მესამე მხარის მიერ გადაცემის (F-16-ების, რედ.) იდეის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობდა პენტაგონის წარმომადგენელი. თუმცა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ - NBC

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ. ამერიკული მედიის თანახმად, ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები გაგზავნიან უკრაინაში F-16-ებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა. მიწოდების დრო ასევე არ არის დადგენილი, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თვითმფრინავების გამოყენებას მომავალი კონტრშეტევისთვის. „მომდევნო თვეებში, კოალიცია გადაწყვეტს პოტენციური ტრანსფერის დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რამდენ თვითმფრინავს მიიღებს უკრაინა“, - იუწყება NBC News-ი. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ კოალიციის შექმნის საკითხზე. ბორელის თქმით, კარგია, რომ G7-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, მოამზადოს ნიადაგი უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო თვითმფრინავების მისაწოდებლად. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.  

უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ის არ ფლობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. „მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა POLITICO-ს ცნობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები თავის მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელი სამხედროები F-16-ს ტიპის გამანადგურებლებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მიიღებენ. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

პორტუგალია უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე მომზადებას სთავაზობს

პორტუგალიას შეუძლია უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების მიზნით, მაგრამ ახლა ვერ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, იუწყება Ukrinform Euractiv-ზე დაყრდნობით. „პორტუგალია ღიაა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პილოტები და ტრენერები და ისინი მზად არიან, იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე ჰყავ F-16-ები უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად“, - განაცხადა კრავინიომ. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი მან დაამატა, რომ პორტუგალიას არ ჰყავს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა. „ჩვენ გვყავს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ეროვნული ვალდებულებების შესასრულებლად და ასევე - NATO-ში“, - განაცხადა მინისტრმა. 19 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პორტუგალია შეუერთდა მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას და მზად არის უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადებისთვის. ანალოგიური მზადყოფნა დააფიქსირა დანიამაც. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას

აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

პოლონეთმა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო - ბორელი

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას განახლება: „მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება

პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რამშტეინის ფორმატის მორიგი შეხვედრა მიეძღვნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხს.  მის შესახებ მან სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო, საჰაერო თავდაცვა კვლავ იქნება პრიორიტეტული განხილვის თემა, ისევე როგორც საბრძოლო მასალები, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინელებს შეეძლოთ ბრძოლის შენარჩუნება. შემდეგ ასევე იქნება დისკუსია F-16 ტიპის საბრძოლოს თვითმფრინავების წვრთნების შესახებ“, - განაცხადა რაიდერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპის ობიექტებზე. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას  

ნორვეგია უკრაინელი მფრინავების წვრთნას მხარს დაუჭერს

ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინელი პერსონალის მომზადებაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე“, ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თანახმად, ნორვეგია ხსენებულ საკითხს უკვე განიხილავს მოკავშირეებთან. ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „გამანადგურებელთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას. ამ დროისთვის უკრაინას მიღებული აქვს 14 საბჭოთა პერიოდის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთიდან და 13 - სლოვაკეთიდან. თუმცა უკრაინამ ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ის მიერ წარმოებული F-16-ის მიმართ გამოავლინა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების უხალისო მიდგომამ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ომი გაახანგრძლივოს.   უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

მედია: პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში გაივლის

Foreign Policy-ს ცნობით, პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში დაიწყებს. გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან, უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის, მათ შორის F-16-ებზე.  

ავსტრალიამ უკრაინას შესაძლოა, 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებელი F/A-18 Hornet-ი გაუგზავნოს - მედია

ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან განიხილავს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ის კიევისთვის გადაცემას. ისინი ავსტრალიის არმიამ ჩამოწერა მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩანაცვლების გამო და ამჟამად თვითმფრინავები შენახულია. უკრაინული მედიის ცობით, ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებენ, წერს Financial Review, მაგრამ ავიატექნიკის შესაძლო გადაცემა შეიძლება, უკრაინასთან ყველაზე მასშტაბური გარიგება აღმოჩდნეს. Financial Review-ს თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, თვითმფრინავები შესაძლოა, ოთხ თვეში მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში. მხარეებს პუბლიკაციის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. Hornet-ი მეოთხე თაობის გამანადგურებელია, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ფინეთში, მალაიზიასა და ქუვეითში. ისინი გამოიყენეს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მათ შორის - ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, რომ მის არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე უკრაინის არმია F-16-ებს მიიღებს. პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. „მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. „მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას თვითმფრინავების რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალების გამხელა არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პარტნიორისგან გაიგო, რომ რაოდენობა სერიოზული იქნება. „უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა. ვინაიდან ხანდახან, როგორც იცით, რაღაცაზე ერთზე, ორზე უნდა შეთანხმდეთ, და აქ კი სერიოზული, ძლიერი შეთავაზება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია ქაღალდზე იყოს, შეთანხმება რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ და მაშინ მთელი ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყება და ეს სწრაფი არაა”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

კოალიცია F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადებას ზაფხულის განმავლობაში დაიწყებს - Reuters

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები და სხვა მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს დაიწყებენ F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე წვრთნას უკრაინელი პილოტებისთვის. თავდაცვის მინისტრის თქმით, დანია არის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ F-16 ფრენისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურას ფლობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.  

რუმინეთმა შესაძლოა, F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნებს უმასპინძლოს

NATO აკვირდება რუმინეთში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების ბაზის განთავსების შესაძლებლობას. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. სამმა წყარომ, რომელიც იცნობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, Politico-ს განუცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ახლოს არიან უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის დაწყებასთან და რომ მათი მომავალი მომზადების ერთ-ერთი ადგილი შეიძლება, რუმინეთში იყოს. პენტაგონის ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რუმინეთში თვითმფრინავის სწავლების ჩატარების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მათ ასევე განმარტეს, რომ დიდი ალბათობით, Lockheed Martin, კომპანია, რომელიც აწარმოებს F-16-ებს, ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. Politico-მ ასევე მოითხოვა კომენტარი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა პირდაპირი პასუხი არ მიუღია. სამინისტრომ განაცხადა, რომ რუმინეთი მიესალმება მოკავშირეთა კოალიციის შექმნის ინიციატივას F-16-ებზე წვრთნების მიზნით და დაადასტურა, რომ რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან, მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.  

ზელენსკი: როდესაც F-16-ებს მივიღებთ, რუსებს ჩვენს ცაზე შანსები აღარ ექნებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ პილოტებს, ავიაციაში რუსების ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, აქვთ უპირატესობა მორალითა და ოსტატობით და F-16 მებრძოლებით, ისინი მტერს არცერთ შანსს არ დაუტოვებენ უკრაინის ცაზე. „როდესაც უკრაინელი მფრინავები F-16-ებით იფრენენ, თავისუფლება გახდება უძლეველი და ტერორისტულ სახელმწიფოს არ ექნება შანსი ჩვენს ცაზე“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას აგვისტოში დაიწყებს

გაერთიანებული სამეფო დასავლურ თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამას აგვისტოში დაიწყებს. ამის შესახებ  გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ განაცხადა. მაისში, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ზაფხულში დაიწყებდა უკრაინელი მფრინავების ჯგუფების მომზადებას.   თებერვალში პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განმარტა, რომ გაერთიანებული სამეფო შეიმუშავებს ახალ სასწავლო პროგრამას უკრაინელი მფრინავებისთვის, რათა მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, შექმნან ახალი უკრაინული საჰაერო ძალები NATO-ს სტანდარტების F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენებით.    

შვედეთის NATO-ში წევრობაზე ანკარის თანხმობის ფონზე, აშშ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემის საკითხს წინ წასწევს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა როვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს,  სალივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან მედიას შეახსენა ბაიდენის განცხადება, რომ ის თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას მხარს უჭერს. ზოგიერთი დიპლომატის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის წევრობაზე დისკუსიას იყენებდა ზეწოლის მიზნით, თუმცა ოფიციალურად ამას ორივე მხარე უარყოფს. 10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.  

F-16-ების კოალიცია 11 ქვეყნის მონაწილეობით ოფიციალურად დაფუძნდა

უკრაინა უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელა, 11 ქვეყანასთან ერთად, კოალიციას ქმნის.  „შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე გაწვრთნის, განაცხადა 11 ივლისს თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში რეზნიკოვმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც კოალიციის 11 წევრთან ერთად წვრთნების პირობებია გაწერილი. ეს ქვეყნებია: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიისა და ნიდერლანდების გამოჩენილი ლიდერობისთვის ამ პროცესში“, - განაცხადა რეზნიკოვმა უკრაინული მედიის ცნობით. რეზნიკოვის თქმით, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და დამხმარე პერსონალი, პროგრამა შესაძლოა, სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსაც მოიცავდეს. კოალიციის შექმნაზე მოკავშირეები მაისში შეთანხმდნენ.  უკრაინამ საბჭოთა ეპოქის MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიიღო, მაგრამ უფრო მოწინავე თვითმფრინავების შეძენას ითხოვს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რუსეთისგან ტერიტორიის გასათავისუფლებლად სულ მცირე 48 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში წვრთნას აგვისტოში, დანიაში დაიწყებენ. პარალელურად, სწავლება გაიმართება რუმინეთშიც, სადაც ამ მიზნით სპეციალური საწვრთნელი ცენტრი მოეწყობა.  

აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადასცემს.  ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუშიკირბიმ აღნიშნა, რომ F-16-ები უკრაინაში, „დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა.“ „მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ F-16-ები შეცვლიან სიტუაციის“,- განაცხადა ჯონ კირბიმ. მისივე თქმით, ახლა უკრაინას მეტი საარტილერიო ჭურვი ესაჭიროება.  

რეზნიკოვი: F-16-ებზე წვრთნები აგვისტოში დაიწყება

F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნებს მინიმუმ 6 თვე დასჭირდება და რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დამატებითი ინფრასტრუქტურა საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმისტურად ფიქრობს, რომ მფრინავები F-16-ებს უკრაინის ცაში მომავალი წლის გაზაფხულამდე გამოიყენებენ. რეზნიკოვის თქმით, უკრაინას რომ ახლა ეს მოიერიშე თვითმფრინავები ჰქონდეს, ისინი ქვეყანას მიმდინარე კონტრშეტევაში მეტი პროგრესის მიღწევაში დაეხმარებოდნენ. ”თუ გაქვს უფრო დახვეწილი, უფრო თანამედროვე იარაღი, უფრო ეფექტური იქნები,” - აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, წვრთნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, ან პოლონეთში ჩატარდება, მოიცავს ინტენსიურ სესიებს ტექნიკოსებისთვისაც, რადგან თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება "სერიოზული ამოცანაა". რეზნიკოვის განმარტებით, წვრთნები, შესაძლოა, ქვეყნებს შორის გაიყოს, მაგრამ საბოლოო გეგმები ჯერ კიდევ დასრულების პროცესშია.  

კულება: F-16-ები უკრაინას „მარცვლეულის დერეფნის“ დაცვის საშუალებას მისცემს

„თუ ჩვენ გვექნება F-16-ები, ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი რუსეთის შანტაჟზე,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებით“ შანტაჟთან დაკავშირებით განაცხადა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მინისტრის განცხადებით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ამ ტიპის თვითმფრინავებს, მით უფრო მალე შეძლებს ახალი დერეფნის ამოქმედებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე - შედეგად, 100 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე გავა, რაც ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. თეთრი სახლის ცნობით, უკრაინა თვითმფრინავებს ბოლომდე მიიღებს. მარცვლეულის გარიგების ჩაშლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია - უკრაინის დაზვერვა მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

Politico: რვა უკრაინელი მფრინავი F-16-ებზე წვრთნებისთვის მზადაა

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Politico-სთან განაცხადეს, რომ რვა უკრაინელი პილოტი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურს, მზად არის, დაიწყოს წვრთნა მოიერიშე თვითმფრინავებზე, როგორც კი ევროპელი მოკავშირეების მიერ ოფიციალური სასწავლო გეგმები შემუშავდება და შეერთებული შტატები ამ გეგმას დაამტკიცებს. სულ დასახელდა 32 უკრაინელი მფრინავი, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ წვრთნებში, თუმცა მათ ჯერ ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა აიმაღლონ.  აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.

პენტაგონის განცხადებით, ჯო ბაიდენმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების წვრთნებს მხარი დაუჭირა

პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა 8 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მწვანე შუქი აუნთო“ და მხარი დაუჭირა უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. სინგის განმარტებით, სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი ასრულებენ, დამატებითი ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელს არ გაუვრცელებია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ წვრთნები აგვისტოში დაიწყება. უფრო ადრე ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი საუბრობდა. Politico 5 აგვისტოს წერდა, რომ რვა უკრაინელი მფრინავი F-16-ებზე წვრთნებისთვის მზადაა. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს. უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე საჰაერო თავდაცვას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. კიევი დიდი ხანია, F-16 ტიპის თვითმფინავების მიწოდებას ითხოვს. ივლისში გამოცემა Politico წერდა, რომ 11 ქვეყნის კოალიცია, დანიისა და ნიდერლანდის მეთაურობით, მზადაა, უკრაინელი მფრინავების წვრთნა დაიწყოს, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ნებართვა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ სასწავლო კურსის თარიღები, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა, ჯერ კიდევ მუშავდება.  

აშშ არ გამორიცხავს, რომ თავის ტერიტორიაზე უკრაინელი მფრინავები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს

„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში,“ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უკრაინული მედიის ცნობით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ F-16-ის შეძენა მრავალეტაპიანი პროცესი იქნება და აშშ მზადაა, დაეხმაროს მოკავშირეებს „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ეს პროცესი.“ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას. მანვე აღნიშნა, რომ ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16, გარკვეული დრო სჭირდება. „ეს არ არის მხოლოდ რეალური საჰაერო ხომალდის გადაცემის ფუნქცია, არამედ ტრენინგი, პილოტების შესაბამისი მომზადება და ყველა ტექნიკური უზრუნველყოფის, ლოგისტიკისა და მხარდაჭერის ორგანიზება, რაც აუცილებელია თქვენს ფლოტში თანამედროვე თვითმფრინავების არსებობისთვის, როგორიცაა F-16. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.  

დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს

დანიის საჰაერო ძალების მოიერიშეებმა გზა ჩაუჭრეს ორ რუსულ ბომბდამშენს, რომლებიც ნიდერლანდების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განაცხადა ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებმა ორშაბათს. მისივე განმარტებოთ, F-16-ები ორშაბათს დილით გამოიყენეს, მაგრამ რუსული ბომბდამშენები მანამდე დააკავეს, ვიდრე NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ და ახლა ისინი უკვე უკან დაბრუნდნენ. საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათად არღვევენ ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ან უახლოვდებიან მას. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ორი F-16 ასევე გაგზავნა თავის პასუხუსმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში.  

კულება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ. „ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება," - განაცხადა კულებამ. უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შემოდგომასა და და ზამთარში, უკრაინა ცის დაცვას ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ვერ შეძლებს. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.  

თეთრი სახლი: უკრაინა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს პილოტების მომზადების შემდეგ მიიღებს

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატები მზად იქნება, კონგრესთან კონსულტაციით დაამტკიცოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მესამე მხარის მიერ გადაცემა უკრაინისთვის. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ვაშინგტონი სასწავლო პროგრამის ყველა ელემენტთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება. უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.  

ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო სწავლებას უკვე გადიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თვითმფრინავები - Gripen-ი შვედეთის სიამაყეა. „დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების მონაწილეობით Gripen-ის სატესტო გამოცდა უკვე დაიწყო,” - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ. „შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად,” - განაცხადა ზელენსკიმ. ჯერ კიდევ მაისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, რამდენიმე უკრაინელი მფრინავის მომზადების შესახებ გამოაცხადა. ეს შეთანხმება შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში დაადასტურა. Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტისას შვედეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები სთხოვა. „დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები შვედური Gripen-ის მიღების თემის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა ცენტრალური იქნება მის შეხვედრებზე სხვა შვედ ოფიციალურ პირებთან. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.  

რეზნიკოვის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რაც შეეხება უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი საუბარი, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის უნარებს შეაფასებენ. თეთრი სახლი: უკრაინა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს პილოტების მომზადების შემდეგ მიიღებს შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.  

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლლოდიმირ ზელენსკი შვედეთისა და ნიდერლანდების შემდეგ დანიას ეწვია. როგორც ზელენსკის Twitter-ზე განთვსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შეხვდება. დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც. „ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას, ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს ჩვენი მეომრებისთვის და წინ ვწევთ F-16-ების საკითხს,“ - წერია Twitter-ზე ზელენსკის სახელით განთავსებულ პოსტში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.  

აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. „გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით," - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსს Reuters-ი გაეცნო. 11 ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში, დანიაში დაიწყოს. უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს. Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება. უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.  

რა უპირატესობის მოპოვებას ელოდება უკრაინა F-16-ის მიღებით და რას შეცვლის დასავლური ავიაგამანადგურებელი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის, იური იგნატის განმარტებით, უკრაინაში დასავლური წარმოების თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ. იგნატის თქმით, თვითმფრინავები ევრო 2012-ის ფარგლებში უკრაინაში დაეშვნენ და უკრაინელი პილოტები მას უკვე იცნობენ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის თქმით, ტრენინგები 2018 წელსაც ჩატარდა, როდესაც უკრაინელ პილოტებს გამოცდილება გაუზიარეს. ის ხაზს უსვამს, რომ დასავლურ F-16-ის ტიპის მებრძოლებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა საკონტაქტო ხაზზე, რადგან საჰაერო ფარი სახმელეთო ოპერაციების წარმატების გასაღებია.  „მე ვთქვი, რომ ჩვენ მოვიგებთ ომს (F-16-ებით). ჩვენ მაშინვე არ გავიმარჯვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ F-16-ებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა; მათ შეუძლიათ, მოგვცენ ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება: საჰაერო უპირატესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - ამბობს იგნატი. ის აღნიშნავს, რომ მაგალითად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით რვა-ცხრა რუსული მებრძოლია, რომლებიც ამ წამებში მართვად საჰაერო ბომბებს და საავიაციო რაკეტებს უშვებენ“. „ისინი ამის გაკეთებას ვეღაც შეძლებენ. საჰაერო უპირატესობა არის წარმატების გასაღები ადგილზე; ჩვენ ყველამ უნდა გვესმოდეს ეს,“ - განმარტა იგნატმა. ამასთან, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. „უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა," - ამბობს იგნატი. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა. 

ზელენსკი: საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს

საბერძნეთი დასავლური F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.

რა შემთხვევაში მოამზადებს აშშ უკრაინელ მფრინავებს

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნებში, თუ იმაზე მეტი მფრინავის მომზადება იქნება საჭირო, ვიდრე ევროპელებს შეუძლიათ მოამზადონ. მისი თქმით, მფრინავების საერთო რაოდენობას, რომლებსაც წვრთნები დასჭირდებათ, უკრაინელები დაადგენენ. „აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში, თუ მათი რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მოამზადონ. ეს არის პირობა. თუ დანია და ნიდერლანდები უხელმძღვანელებენ წვრთნებს და მათ უბრალოდ არ ექნებათ შესაძლებლობა, მოამზადონ იმდენი მფრინავი, რამდენის გაგზავნასაც უკრაინა აპირებს, მაშინ ჩვენ დავეხმარებით," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.  

რვა უკრაინელმა პილოტმა დანიაში F-16-ებზე წვრთნები დაიწყო

დანიამ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის რვა უკრაინელი მფრინავის წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.

მედია: ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის

ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ნორვეგიული მედიის ცნობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით არ უსაუბრია. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.

მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს

ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სავარაუდოდ, მალე მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „F-16-ების საკითხი ფაქტობრივად, წინ მიიწევს. ასე რომ, არსებობს სასწავლო პროგრამა და სავარაუდოდ, მალე მიიღებენ (უკრაინა, რედ.) F-16-ებს... არც თუ ისე შორეულ მომავალში", - ამბობს მარკ მილი იორდანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო არხთან Al-Mamlaka-სთან ინტერვიუში.  მან უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა წარმატებას კიევმა. „ცხადია, რომ მან ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია დღემდე. ახლა ტემპი, რომლითაც შეტევა მიმდინარეობს, იმაზე უფრო ნელია, ვიდრე კონტრშეტევის დამგეგმავებს ეგონათ,"- აღნიშნა მილიმ. უკრაინული ძალები ინტენსიურად გაწვრთნეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის რთული დაბრკოლებების გარღვევისთვის, რაც გააძლიერებს მის შესაძლებლობებს“, - განაგრძო აშშ-ის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.  

აშშ უკრაინელ მფრინავებს F-16-ებისთვის არიზონის საჰაერო ბაზაზე გაწვრთნის

აშშ უკრაინელი მფრინავების წვრთნას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ეროვნული გვარდიის ბაზაზე დაიწყებს. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა ხუთშაბათს, 24 აგვისტოს განაცხადა. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა. ტრენინგი მორისის საჰაერო ბაზაზე, ტუსონში, არიზონას შტატში ჩატარდება. სექტემბერში კი მფრინავები პირველ რიგში ლაკლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე სან ანტონიოში, ტეხასში ჩავლენ, რათა ინსტრუქციები ინგლისურად აითვისონ და თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის საჭირო ცოდნის დონე აიმაღლონ. ამის შემდეგ კი, აშშ დაიწყებს უკრაინელების წვრთნას უკვე F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ფრენისთვის. „გამოცდილი პილოტებისთვის ტრენინგი შეიძლება, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს,“განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა.  აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას სექტემბერში დაიწყებს - მედია თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.

F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების განლაგება უკრაინას მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან ჰაერიდადან ბრძოლის თვალსაზრისით, ახლა პარიტეტი არ არის დაცული. დანილოვის შეფასებით, F-16 თვალსაზრისით სურათს შეცვლის. „ჰაერში არ არის პარიტეტი. ეს ართულებს ბევრ საკითხს, რომელიც დღეს ფრონტზე არსებობს. როგორც კი F-16-ები გამოჩნდებიან და ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად გამოიყენებენ მას, დამიჯერეთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება ჩვენ თვალწინ,“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა CNN-ის ცნობით. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ დროისთვის აგრძელებს თავის „კომპლექსურ ოპერაციას" ადგილზე და ინარჩუნებს მიდგომას მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო რაღაც წვრილმანი და რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს - ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ძალიან სწრაფად, გახსოვდეთ, რომ მტერი ძლიერია. მტერს აქვს თავდაცვისა და დამცავი სტრუქტურების გარკვეული სისტემა, რომლის აშენებაც შეძლო,“ - განაცხადა დანილოვმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს.

აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას სექტემბერში დაიწყებს - მედია

აშშ უკრაინელი მფრინავების მომზადებას სექტემბერში, შეერთებულ შტატებში დაიწყებს. შესაბამის ინფორმაციას AFP და New York Times-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.

რუმინეთი და ნიდერლანდები F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ

რუმინეთმა და ნიდერლანდებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცენტრი რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არამხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის.  „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16-ის თვითმფრინავების სამართავად,“ - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა. თავის მხრივ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16-ის ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.

ზელენსკი: დაახლოებით, 160 F-16 გვჭირდება ცის დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძლიერი საჰაერო ფლოტი რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა, ამისთვის კი, უკრაინას 160 F-16-ის ტიპის თვითმფრინავი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდებიან, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება. „დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ დაახლოებით, 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რომ ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ პორტუგალიურ არხთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა. ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.

პოლონეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების კომპონენტების წარმოებას ზრდის

პოლონური კომპანია PZL Mielec F-16-ის ტიპის კომპონენტების წარმოების გაფართოებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონური პრესის სააგენტო (PAP) 30 აგვისტოს წერს. PZL Mielec სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთშია დაფუძნებული და ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ს ეკუთვნის. PZL Mielec-ის პრეზიდენტმა იანუშ ზაკრეცკიმ PAP-ს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად F-16-ის ფუზელაჟის სტრუქტურის დაახლოებით 50%-ს აწარმოებს. 2024 წლის ბოლოსთვის მიზანია Mielec-ში ფუზელაჟის 70%-დან 80%-მდე წარმოებს გაზრდა. ქარხნის ანგარი მოდერნიზებულია და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ექვსთვიანი ტრენინგი Lockheed Martin-ის მთავარ ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში გაიარა. PZL Mielec პოლონეთის თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და Lockheed Martin-ის უდიდესი საწარმოო ადგილია აშშ-ის გარეთ. Mielec ქალაქ ჟეშოვიდან 50 კილომეტრში მდებარეობს - ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც NATO უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის გახსნას გეგმავს. ჟეშოვის აეროპორტი გადამწყვეტი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.  

დანიის პრემიერ-მინისტრი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი კიევში ვიზიტით ჩავიდა. დანიის პრემიერ-მინისტრი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა. ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. ფრედერიკსენის ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. შეგახსენებთ, უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.  

WSJ: უკრაინა ელის, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენებას ზამთარში დაიწყებს

უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის წარმოების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს საბრძოლო მოქმედებებში უკვე ამ ზამთარში გამოიყენებენ. იტყობინება Wall Street Journal-ი (WSJ). კიევის სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, ამ ოპტიმისტურმა განრიგმა შეიძლება, უკრაინის ჯარებს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ახალი უპირატესობა მისცეს. WSJ-ის თანახმად, კიევი მიიჩნევს, რომ რამდენიმე უკრაინელი მფრინავი, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურს, შესაძლოა, F-16-ების მართვისთვის თებერვალში უკვე მზად იყვნენ. თუმცა აშშ-ის წყაროები უფრო პესიმისტურად განწყობილნი არიან ვადების მიმართ და ვარაუდობენ, რომ მფრინავები სულ მცირე 2024 წლის შუა რიცხვებამდე ვერ იქნებიან მზადყოფნაში. უკრაინა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ითხოვს F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს, რადგან მიიჩნევს, რომ ცაზე რუსეთის უპირატესობას სწორედ ამ გზით გაანეიტრალებს.  

აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური: უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები შესაძლოა, სამ თვეში მართონ

აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ლოჰმა 12 სექტემბერს მერილენდში, საჰაერო ძალების ყოველწლიურ ყრილობაზე განაცხადა, რომ შტატებმა შესაძლოა, წლის ბოლომდე დაასრულოს უკრაინის პილოტების პირველი ჯგუფის წვრთნა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, თუმცა მათ მიერ საბრძოლო მისიების შესრულების დაწყებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელი პილოტები წვრთნის გასავლელად არიზონის შტატში ოქტომბერში უნდა ჩავიდნენ. უკრაინას სურს, მიიღოს F-16 ტიპის 50 თვითმფრინავი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ უკრაინა 42 ასეთ საბრძოლო ხომალდს მიიღებს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.  

F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა

F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა. ეს აშშ-ის წარმოების თვითმფრინავების პირველი პარტიაა, რომელმაც F-16-ების ფლოტი უნდა შეცვალოს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.  

აშშ-მ ვიეტნამს შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

აშშ-სა და ვიეტბნამს შორის შესაძლოა, შეთანხმება გაფორმდეს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ვიეტნამს იარაღს და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა და მისი ზუსტი პირობებით ჯერ არ არის შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ვიეტნამსა და აშშ-ის ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა გასული თვის განმავლობაში, ჰანოიში, როდესაც ბაიდენი ვიეტნამს ეწვია. თეთრი სახლისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა კომენტარის მიწოდების შესახებ თხოვნას არ უპასუხეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული უსაფრთხოების ურთიერთობა ვიეტნამელებთან და ჩვენ ვხედავთ მათგან საინტერესო მოქმედებას ზოგიერთ ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარება, უკეთ აწარმოონ მონიტორინგი თავიანთი საზღვაო დომენებზე, შესაძლოა,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ის ცნობით. ბაიდენი ვიეტნამში 10 სექტემბერს ჩავიდა. მედიამ ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მცდელობა უწოდა.  

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნის თარიღი დაასახელა

ნიდერლანდებიდან უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მომავალ წელს დაიწყება, განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა MSNBC-სთან ინტერვიუში 26 სექტემბერს. მინისტრის შეფასებით, მეოთხე თაობის რეაქტიულ თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას შეიძლება ექვს-რვა თვე დასჭირდეს, რაც ჰოლანდიელი პილოტების ჩვეულ წვრთნაზე უფრო მოკლე პერიოდია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტი ვადები არ არის ნათელი და რომ სხვა პერსონალმა, როგორებიც არიან ტექნიკოსები, ასევე უნდა გაიარონ ტრენინგი. ოლონგრენმა განაცხადა, რომ დანიამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების სწავლება, მალე კი, აშშ-შიც დაიწყება წვრთნები, ხოლო ნიდერლანდები რუმინეთში სასწავლო ცენტრს ამზადებს. კოპენჰაგენმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ახალი წლისთვის მიიღებს ექვს დანიური F-16-ის პირველ პარტიას. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს.  მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს. F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა

F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის წვრთნების ფარგლებში, უკრაინელმა პილოტებმა აშშ-ში ინგლისური ენის შესწავლა დაიწყეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის გაკვეთილების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. „ინგლისური ენის სწავლება რამდენიმე მფრინავისთვის დაიწყო," - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა საბრინა სინგმა. მან დასძინა, რომ კურსების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება უკრაინელი ჯარისკაცების კომპეტენციაზე. პენტაგონის გენერალურმა მდივანმა პატრიკ რაიდერმა გენერალურმა პატრიკ რაიდერმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ აშშ უკრაინელი მფრინავების და მექანიკოსების ინსტრუქტას ოქტომბერში, არიზონაში, მორისის საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე დაიწყებდა. ანამდე უკრაინელმა სამხედროებმა ინგლისური ენის მომზადების კურსი ტეხასის შტატში, ლაკლენდის საჰაერო ძალებში უნდა გაიარონ.  

F-16-ის ტიპის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი, უკრაინის მხარდასაჭერად, რუმინეთისკენ მიემართება

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი ახლა რუმინეთში, ევროპის სასწავლო ცენტრისკენ (EFTC) მიემართება. თვითმფრინავი უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის არის განკუთვნილი. რუტე: დაპირებული F-16-ები რუმინეთში, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად 2 კვირაში იქნებიან ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.  

რუტე: დაპირებული F-16-ები რუმინეთში, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად 2 კვირაში იქნებიან

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას დაჰპირდა, ორ კვირაში გადაეცემა რუმინეთს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მარკ რუტემ 30 ოქტომბერს. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.“ ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.  

F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

რუმინეთი და ნიდერლანდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. რუმინეთში, ფეტესტის სამხედრო საჰაერო ბაზაზე F-16-ის სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ბუქარესტის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 150 კილომეტრში მდებარეობს. პილოტებისთვის სასწავლო კურსი სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება. ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრში არიან  

F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ომის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლიან - უკრაინის საჰაერო ძალები

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ძალიან სერიოზულად შეცვლიან ომის მიმდინარეობას, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ რუსული თვითმფრინავების უკან დახევას და უკრაინის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას ჰაერიდან. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი,“ - აღნიშნა იგნატმა, რომლითაც უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის. იგნატის თქმით, უკრაინას სჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება და რიგი სხვა ფაქტორები, რაც მრავალფუნქციურ თვითმფრინავს აქვს. „ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ, შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნას და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“ - აღნიშნა იური იგნატმა.  

უკრაინელი მფრინავები დანიაში F-16-ებზე წვრთნებს გადიან

უკრაინელი პილოტები დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე წვრთნებს უკვე გადიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი დამოუკიდებლად ფრენები იქნება. „შემდეგ, შესაბამისად, საბრძოლო გამოყენების ფრენები შესრულდება,“ - აღნიშნა იგნატმა. Ukrinform-ი წერს, რომ დანიის გარდა, უკრაინელი მფრინავები სწავლებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა რუმინეთშიც.  

თურქეთის F-16-ები რუმინეთში განლაგდნენ

თურქეთის საჰაერო ძალების 4 თვითმფრინავი რუმინეთში, NATO-ს საჰაერო მისიის ფარგლებში, პატრულირების მიზნით განლაგდა. „დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ეკიპაჟი და 4 F-16 თვითმფრინავი იფრენს რუმინეთის საჰაერო ძალების პილოტებთან ერთად, გაძლიერებული საჰაერო მისიის დროს, NATO-ს მეთაურობით. ერთობლივი მისია ხელს უწყობს რუმინეთისა და თურქეთის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

უკრაინა F-16-ის მიღებას უახლოეს მომავალში ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანამედროვე გამანადგურებლების, F-16-ის მიწოდებას „უახლოეს მომავალში“ მოელის. რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიღებისთვის მზადება სრული ძალისხმევით მიმდინარეობს. ოქტომბერში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას 2024 წლის მარტსა და აპრილში გადასცემს. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.  

უკრაინამ შესაძლოა, F-16-ების პირველი პარტია წლის ბოლომდე მიიღოს

F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შეიძლება, დაახლოებით ერთ კვირაში, 2023 წლის ბოლომდე მიიღოს. პარასკევს, 22 დეკემბერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდების მთავრობა მოამზადებს პირველ 18 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს უკრაინაში მიწოდებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე," - წერენ ISW-ის ანალიტიკოსები. ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გასაგზავნად მზადება დაეწყო. გარდა ამისა, 2024 წლიდან საფრანგეთი  F-16-ებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას შეუერთდება. რუმინეთში ნიდერლანდების დახმარებით, უკვე მოქმედებს F-16-ებისთვის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, სადაც უკრაინელი სამხედროები მომზადებას გაივლიან.  

უკრაინელი მფრინავები დიდ ბრიტანეთში საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, დანიაში F-16-ების მართვას სწავლობენ

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა საბაზისო მომზადება დაასრულა და ახლა დანიაში F-16 გამანადგურებლების მართვას სწავლობს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. ექვსმა გამოცდილმა უკრაინელმა პილოტმა ტრენინგი დაასრულა, ხოლო კიდევ ათი სტაჟიორი ბრიტანეთში რჩება, რათა საბაზისო მომზადება გააგრძელოს. ბრიტანეთში სწავლების დასრულების შემდეგ, პილოტები ტრენინგს ევროპის სხვა ქვეყანაში ფრენის უნარების გასაუმჯობესებლად გაივლიან. ასევე, ათობით უკრაინელი საავიაციო ტექნიკოსი გადის ინგლისურენოვან ტრენინგს, რომელიც საინჟინრო სპეციალობებზეა ორიენტირებული. ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო. საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება.  

ნორვეგია დანიაში უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის F-16-ებს გზავნის

ნორვეგია თავის ორ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს დანიაში გაგზავნის, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. ნორვეგიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეუერთდება დანიას, ნიდერლანდებს, ასევე, სხვა ქვეყნებს, რათა უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს. „მანამდე ნორვეგიამ უკვე გაგზავნა 10 ინსტრუქტორი დანიაში უკრაინელი ომის მფრინავების მოსამზადებლად,“ განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა. ნორვეგიის საჰაერო ძალებმა საკუთარი F-16 ახალი F-35 საბრძოლო თვითმფრინავებით შეცვალა.  

ნორვეგიის შემდეგ, დანიაში ორ F-16-ს ბელგიაც განათავსებს

ბელგია მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს გაგზავნის. ისინი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე ნორვეგიამ მიიღო. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის.    

უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რაიდერის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას,“ - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ის არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.  

ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ

ნორვეგიის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დანიაში უკრაინელი პერსონალის მომზადების პროგრამის მხარდასაჭერად დაეშვა. ამის შესახებ ნორვეგიის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. სასწავლო მისიის მიზანი იქნება არამხოლოდ პილოტების, არამედ, უკრაინელი ტექნიკოსების და მისიის დამგეგმავების მომზადება. უკრაინელი პილოტები სწავლებას რუმინეთში, დანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. ამ უკანასკნელში ექვსმა უკრაინელმა საბაზისო ტრენინგი, მათ შორის, ინგლისური ენის შესწავლა შობამდე დაასრულა. შეგახსენებთ, ნოემბერში რუმინეთში F-16-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. უკრაინა F-16-ების მიღებას უახლოეს მომავალში ელის. ნორვეგიის შემდეგ, ბელგიამაც განაცხადა, რომ მარტიდან სექტემბრამდე დანიაში ორ F-16-ის ტიპის თვითმფრინავსა და ორმოცდაათი სამხედროსგან შემდგარ პერსონალს განათავსებს.

უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებზე: უკრაინას აქვს ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გააკეთა კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დანიამ კიევისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაავადა. იგნატი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და კონკრეტული გამოცემა წყაროს ეყრდნობა. მან უკრაინელი პილოტების მომზდების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინა დაჩქარებული ტემპით პროგრესირებს და ასეთი პროცესი არცერთ ქვეყანას არ გაუვლია. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს. იქ ოფიციალური განცხადებები არ იძებნება,“ - აღნიშნა იგნატმა. 6 იანვარს დანიურმა გამოცემამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის ციტირების დროს დაწერა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება დანიიდან უკრაინაში, 6 თვით გადაიდო.  22 დეკემბერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გასაგზავნად მოამზადოს პირველი 18 F-16 -ის ტიპის გამანადგურებელი. ნორვეგიული F-16-ები დანიაში ჩაფრინდნენ  

უკრაინა F-16-ებისთვის აეროდრომებს ამზადებს

უკრაინა F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების განსათავსებლად, ავიაბაზის ინფრასტრუქტურას ამზადებს. „პარალელურად, მფრინავები და ინჟინრები დასავლეთში ტრენინგებს გადიან,“ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა. მრავალფუნქციური F-16-ის ტიპის თვითმფრინავის ინტეგრაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიან სისტემაში მიმდინარეობს როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სამხედრო-საჰაერო კოალიციის ფარგლებში. ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს. პავლუკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მზადება მიმდინარეობს საჰაერო ბაზის ინფრასტრუქტურის, ინჟინრებისა და ფრენის პერსონალის უწყვეტი გამოყენების პირობებში, საბრძოლო მისიების შესასრულებლად. უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებზე: უკრაინას აქვს ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა  

ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დაყოვნების გარეშე დაამტკიცოს.   Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს NATO-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა NATO-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. უნგრეთი რჩება NATO-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს. განახლება: აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს,“ - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.

სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა. Reuters-ი 25 იანვარს წერდა, რომ ბაიდენი კონგრესს მოუწოდებდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა. შეგახსენებთ, 26 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.  

უკრაინა პირველ F-16-ებს ივნისში მიიღებს - მედია

 გამოცემა Foreign Policy იუწყება, რომ პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება. „ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) უკრაინაში,“ - ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს. Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმაც. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ელოდება, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში 12 პილოტი გაივლის მომზადებას მოიერიშე თვითმფრინავების მართვაზე. F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან  

უკრაინელი მფრინავები აშშ-ში F-16-ებზე წვრთნებს ზაფხულისთვის დაასრულებენ

არიზონის ეროვნული გვარდიის ცნობით, პირველი ოთხი უკრაინელი მფრინავი ზაფხულისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების დასრულებას გეგმავს, იტყობინება CNN. პილოტებმა სწავლება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. პენტაგონმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დასრულებას რამდენიმე თვე დასჭირდება. არიზონის ეროვნული გვარდიის კაპიტანი ერინ ჰანიგანის, არიზონას ეროვნული გვარდიის სპიკერის, კაპიტანი ერინ ჰანიგანის თქმით, კიდევ ოთხი პილოტისაგან შემდგარმა მეორე ჯგუფმა სწავლება იანვარში დაიწყო, ხოლო მესამე ჯგუფი ამჟამად გადის ინგლისურენოვან ტრენინგს. „მოსალოდნელია, რომ ყველა პილოტი ტრენინგს მაისიდან აგვისტომდე დაასრულებს,“ აღნიშნა ჰანიგანმა, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებულია პროგრამის პროგრესზე. F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან  

ანკარამ F-16-ების შესყიდვის თაობაზე, აშშ-სგან შეთანხმების პროექტი მიიღო - მედია

F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის გარიგების შესახებ წინადადების პროექტი და შესაბამისი წერილები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სგან მიიიღო. იუწყება ტელეკომპანია TRT Haber-ი წყაროებზე დაყრდნობით. თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ტრანზაქციის საბოლოო ღირებულება პროექტის საბოლოო ეტაპზე გაირკვევა. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა  

ნიდერლანდების პრემიერი: ვმუშაობთ, რომ F-16-ები უკრაინის ცაზე რაც შეიძლება მალე გამოჩნდნენ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინის ცაზე F-16-ის გამანადგურებლების უსწრაფესად უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების მე-16 ყოველწლიურ ფორუმზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება. „წელს ნიდერლანდები კიდევ 2 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა რუტემ. მან ასევე გაიხსენა, რომ ნიდერლანდებმა 250 მილიონი ევრო გამოუყო კიევს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, საარტილერიო ჭურვების შესაძენად. „და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო წვლილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ F-16-ებმა უკრაინის ცაში რაც შეიძლება მალე იფრინონ," - აღნიშნა რუტემ. მანვე განმარტა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხი და რომ 2 აპრილს ნიდერლანდები, როგორც თანაორგანიზატორები, უმასპინძლებს კონფერენციას „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის.“    

მედია: ნორვეგია უკრაინისთვის F-16-ების გადასაცემად ემზადება

მოიერიშე კოალიციის ფარგლებში ნორვეგია ემზადება უკრაინაში 22 F-16 გამანადგურებლის გადასაყვანად, რომელთაგან 12 უკვე გამოსაყენებელ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ნორვეგიულმა პორტალმა Nettavisen-მა საკუთარი წყაროებიდან შეიტყო. Nettavisen-ის ცნობით, ნორვეგიამ შეერთებული შტატებისგან უკრაინაში 22 ერთეული F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის, ასევე ძრავების, დამხმარე მასალების, ტრენაჟორების, სათადარიგო ნაწილების და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის გადაცემის ნებართვა მიიღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს 22 მებრძოლი სრულად ფუნქციონირებს - ზოგიერთი შეიძლება, გამოყენებულ იყოს სათადარიგო ნაწილებისა და სხვა თვითმფრინავების შეკეთებისთვის.  „თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში, სწავლებისთვის უნდა გამოეყენებინათ, სანაცვლოდ გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად,“ წერს გაზეთი. გამოცემა არ მიუთითებს ვადაზე, თუ როდის მიიღებს უკრაინა ნორვეგიულ F-16-ებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ მოხდება მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე.  

ნორვეგია უკრაინას F-16-ებს მიაწვდის, რათა შეიარაღებულმა ძალებმა ღრმა დარტყმის შესაძლებლობები გააძლიეროს

ნორვეგია უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს ღრმა დარტყმის შესაძლებლობები. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპერ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომელმაც 15 აპრილს კიევში უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეც ევროპის იმ ქვეყნებს ვეკუთვნი... მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ასევე უნდა შეეძლოს, გააძლიეროს მტრის ხაზების უკან დარტყმის უნარი, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ F-16-ების გამანადგურებელ პროგრამაში - სადაც უკრაინას დანიელებთან და ჰოლანდიელებთან ერთად გადავცემთ ნორვეგიულ F-16-ებს, რომლებიც განახლებულ და კარგ ფორმაშია,“ - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. მინისტრმა დასძინა, რომ F-16 არის მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმ იარაღზე, რომლითაც იგი აღჭურვილია, ამიტომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს თვითმფრინავები იყოს „უმაღლეს განახლებულ, თანამედროვე მდგომარეობაში, თუნდაც, ეს ძველი თვითმფრინავი იყოს.“ გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.  

რუმინეთი უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, კიდევ სამ F-16-ს მიიღებს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუმინეთი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებისგან, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის კიდევ სამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან, საავიაციო ბაზაზე გამართავს. გასული წლის ნოემბერში გახსნა F-16-ების ევროპული სასწავლო ცენტრი ფატესტის 86-ე საჰაერო ბაზაზე გახსნა. იმ დროს ითქვა, რომ ავიაბაზა გამოიყენებოდა რუმინელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად. რუმინეთსა და ნიდერლანდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაზა უზრუნველყო საწვრთნელ მიზნებისთვის, ნიდერლანდებმა მიაწოდა მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო Lockheed Martin-მა უზრუნველყო ინსტრუქტორები და ტექნიკური მომსახურება. ნიდერლანდები და დანია კოორდინაციას უწევენ ევროპულ ძალისხმევას უკრაინას F-16-ების მოპოვებაში დასახმარებლად. გასულ წელს უკრაინის მოკავშირეებმა საავიაციო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც უკრაინას თანამედროვე F-16-ების საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწოდებდა. კოალიციას ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობდნენ.  

ბელგიას სურს, უკრაინას F-16-ები, 2025 წლის ნაცვლად, წელსვე მიაწოდოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის ჩავა თვითმფრინავები უკრაინაში, მაგრამ, როგორც დედონდერმა განმარტა „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.“ მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ. 2023 წლის ოქტომბერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია F-16-ების მიწოდებას 2025 წელზე ადრე ვერ შეძლებდა. დე კრომ აღნიშნა, რომ ყველა მოიერიშე თვითმფრინავი უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან და არა ბელგიელი გადამხდელების ფულით.  

აშშ-ში, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, F16-მა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა

ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებულმა F-16-ის გამანადგურებელმა წარმატებული საცდელი ფრენა საჰაერო ძალების მდივან ფრენკ კენდალთან ერთად დაასრულა, რაც სამხედრო ავიაციაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ F-16-ს ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებდა და არა ადამიანი პილოტი. AI-ის გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი წინსვლაა სამხედრო ავიაციის სფეროში - 1990-იანი წლების დასაწყისში „სტელსის“ (ხელოვნური ინტელექტის მქონე გამანადგურებელი ბომბდამშენი) შემოღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ბოლომდე არ არის განვითარებული, დაგეგმილია 1000-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის შექმნა, რომელთაგან პირველი - 2028 წლისთვის დაიწყებს ოპერირებას.  

მედიის ცნობით, უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს რამდენიმე კვირაში მიიღებს

უკრაინამ შესაძლოა, პირველი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები „კვირების განმავლობაში მიიღოს," იტყობინება ბრიტანული მედია გამოცემა Evening Standard მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. Evening Standard-ის წყარომ არ გაამხილა, თუ რომელი მოკავშირე იქნება პირველი, ვინც კიევს თვითმფრინავებს მიაწვდის. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავი მიაწოდეს. დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს. დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.  

აშშ-ში, უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა F-16-ზე წვრთნა დაასრულა

აშშ-ში, არიზონის სამხედრო ბაზაზე, უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა სწავლება დაასრულა. ამის შესახებ Politico-ს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სპიკერმა ერინ გუნიგანმა განუცხადა. პილოტებმა მომზადება ტუსონში, საჰაერო-ეროვნული გვარდიის 162-ე ბაზაზე გაიარეს. "უსაფრთხოების მიზეზების გამო" სპიკერმა მფრინავების ზუსტი რაოდენობა ან ტრენინგის დასრულების ვადა არ დაასახელა. Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები დამატებითი მომზადების გასავლელად ამჟამად ევროპაში მიემგზავრებიან. 22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების (AFU) სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა, რომ F-16-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების პირველმა ჯგუფმა უკვე დაიწყო დაბრუნება უკრაინაში. The New York Times-ის ცნობით, კიევმა 45 ერთეული F-16 გამანადგურებელი უნდა მიიღოს დანიიდან, ნიდერლანდიდან, ნორვეგიიდან და ბელგიიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები მომზადებას დაასრულებენ.  

დანია უკრაინას ნებართვას მისცემს, გამოიყენოს F-16 რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. ლარს ლუკე რასმუსენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: მისცემს თუ არა ოფიციალური კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, რომ მის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. "მოკლე პასუხი არის დიახ! ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა," - განაცხადა რასმუსენმა.  

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლებას მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ. POLITICO-სთან ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში. მისივე განმარტებით "ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს." „ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს ნათქვამია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მას სამხედრო მიზნების მისაღწევად, რაც თავდაცვის მიზნით სჭირდებათ,“ - აღნიშნა მინისტრმა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დანიამაც მიიღო, რომელიც ასევე მიაწვდის უკრაინას F-16-ებს.  

Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს

დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები და ბელგია ამ ზაფხულს, კიევში 60-ზე მეტი ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავენ. იტყობინება Politico. უკრაინელები მიიჩნევენ, F-16-ების ფრენის მეტი შესაძლებლობა კიევს დაეხმარება, უკან დააბრუნოს რუსული ძალები ფრონტის ხაზებიდან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ხარკოვი, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში წინ მიიწევდა. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავს მიაწვდიან. დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს. დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა. „მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს