გუბერნატორის თქმით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა.

 

„დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მისივე თქმით, კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს - მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრეწველობის საქმიანობის შეჩერებამდე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

პოდოლიაკის თქმით, „უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა არავითარი კავშირი არ გააჩნია“.

„ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის, გარდაუვლად იქცევა პარტიზანულ მოძრაობად იარაღით ხელში“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.