AP News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს განაცხადებს, რომ ვაშინგტონი ჟენევაში დაფუძნებულ გაეროს ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით უბრუნდება და სამომავლოდ ქვეყნის სრულუფლებიან წევრად არჩევას შეეცდება.
ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, საბჭოში რეფორმებია საჭირო. 2021 წლის ბოლომდე აშშ-ის მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ექნება, ხმის მიცემის უფლების გარეშე, ადმინისტრაციას სამი სრულუფლებიანი წევრის ადგილიდან ერთის დაკავება სურს.
ამ ეტაპზე სრულუფლებიანი წევრი ავსტრია, დანია და იტალიაა.
აშშ-მ საბჭო 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტლებისთვის დიდი რაოდენობით კრიტიკა მიიღო. 2018 წელს ტრამპის გადაწყვეტილებას, საბჭო ისრაელის მიმართ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის არაერთგვაროვან დამოკიდებულებას აბრალებს.