„დაუმორჩილებლობის აქციის“ მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დაჯარიმება დაიწყო

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი დაჯარიმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„დამირეკეს და ხვალ პოლოციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე”, - წერს ირაკლი კუპრაძე.

2 000 ლარით დააჯარიმების შესახებ წერს აქციის კიდევ ერთი მონაწილე „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი.

„დამირეკეს საპტრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით აი ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს !!!", - წერს დათუნაშვილი.

6 თებერვალს, პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარში" გაიმართა. საკარნავალე ფორმაში გამოწყობილმა მოქალაქების ჯგუფმა, კომენდანტის საათის გაპროტესტების მიზნით გაადადგილების შეზღუდვის წესები დაარღვია.

როგორც მომიტინგეებმა აღნიშნეს , ამ ფორმით პანდემიის გამო მოქმედ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დროს, დასარტყამი ინსტრუმენტებით და საკარნავალო აქსესუარებით გადაადგილდებოდნენ.

„გადაადგილების შეზღუდვა არ შეესაბამება კანონმდებლობას და ის არაკონსტიტუციურია. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომენდანტის საათის მოხსნაა. მსგავსი სახის პროტესტს სხვა დღეებშიც გავმართავთ. ვიცით, რომ პანდემიაა, ვიცით რომ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ვიცით, რომ დისტანციით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ის რომ, 10-ის ერთ წუთზე თურმე კორონა უფრო საშიში ხდება, სისულელეა. ბევრი უაზრო რეგულაციაა, რომლის წინააღმდეგაც ვართ დღეს გამოსული“, - აგანაცხადა 6 თებევრლის აქციაზე გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე სხვადასხვა პარტიის და ახალგაზრდული მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.