სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც სლოვენია ჰოლოდომორს გენოციდად აღიარა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების გამო, სლოვენიას მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„მადლობელი ვარ სლოვენიელი პარლამენტარების, რომ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც პატივს სცემს 1932-1933 წლებში უკრაინაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - წერს ზელენსკი.
რამდენიმედ დღის წინ, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად საფრანგეთმაც აღიარა.