F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება

პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რამშტეინის ფორმატის მორიგი შეხვედრა მიეძღვნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხს. 

მის შესახებ მან სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო, საჰაერო თავდაცვა კვლავ იქნება პრიორიტეტული განხილვის თემა, ისევე როგორც საბრძოლო მასალები, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინელებს შეეძლოთ ბრძოლის შენარჩუნება. შემდეგ ასევე იქნება დისკუსია F-16 ტიპის საბრძოლოს თვითმფრინავების წვრთნების შესახებ“, - განაცხადა რაიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპის ობიექტებზე.