თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია უკვე ლოკალიზებულია.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.