ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბავშვების “ნიშნობის” ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ნიშნობის ბეჭდების გაცვლის პროცესი ჩანს.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. გამოძიებამ მცირეწლოვნების მშობლები გამოკითხვაზე დაიბარა.
"ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - შსს-ში.