მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, 74 წლის ბერნარ არნომ, რომელიც ფრანგული კომპანია, LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

„სამშაბათს, LVMH-ის აქციები, რომელიც Louis Vuitton-ის ბრენდს ფლობს, პარიზში 5%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო ფართო კლების ფონზე. შედეგად, ევროპულმა ფუფუნების სექტორმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაკარგა“, - ნათქვამია Bloomberg-ის ცნობებში.

თანხების ამ კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, ფრანგი მილიარდერის კაპიტალი მაინც 191,6 მილიარდი დოლარია. წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ამავდროულად, სხვაობა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კაპიტალებს შორის, 11,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.