სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ რეფორმების ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება.
- ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე
- არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით - ხავიერ კოლომინა
„NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა.
საქართველოში ვიზიტისას, კოლომინას მხრიდან განსახილველ საკითხებშია NATO-საქართველოს ურთიერთობები და ვილნიუსის სამიტი.
„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება, დემოკრატიული სტანდარტები და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს ის Twitter-ზე.