ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის შემოსვლას მიესალმა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„ბედნიერი ვარ, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს შავ ზღვაში ვხედავ. ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი, ასევე კრემლისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვისურვებდი, რომ ეს ნატოს პორტი ყოფილიყო“, - წერს ბენ ჰოჯესი.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ 5 თებერვალს შემოვიდა.