მედია: პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში გაივლის

Foreign Policy-ს ცნობით, პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში დაიწყებს.

გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან, უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის, მათ შორის F-16-ებზე.