დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა

9 თებერვალს საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამით საქართველო უერთდება მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.

უსაფთხო ინტერენტის დღის (Safer Internet Day) ჩატარება დაიწყო 2004 წელს. ამჟამად ყოველწლიურად ეს დღე 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.