რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც მინსკში, ბელორუსში მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხური მედია უწყების სპიკერზე დაყრდნობით წერს.

მან არ გაამჟღავნა პაპიკიანის არმონაწილეობის მიზეზი.

„იმავდროულად, პარლამენტის წევრმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მმართველი უმრავლესობის ფრაქციის მდივანმა, არტურ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ მონაწილეობს პაპიკიანი სხდომაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აქ პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის საჭირო.

„სურენ პაპიკიანის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-CSTO-ს ურთიერთობებთან. დეტალები არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა და დაამატა, რომ მიზეზი შესაძლოა, ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს.


CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამი დღის წინ.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.