თეგი: CSTO
ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა
ყირგიზეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო წვრთნები, რომელიც თავდაპირველად მის ტერიტორიაზე, ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. წვრთნების გაუქმების მიზეზი არ დაკონკრეტებულა. 14-17 სექტემბერს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 200 დაშავდა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე სოფლების 140 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.
სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი
სომხეთი არ ტოვებს CSTO-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გენერალური მდივნის პოზიციაზე. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა 2022 წელს განუცხადა მას, რომ ორგანიზაციაში არსებობს შეშფოთება, რომ სომხეთმა შეიძლება, დატოვოს ორგანიზაცია. ფაშინიანმა თქვა, რომ მას ეს კომენტარები შეუსაბამოდ მიიჩნია და მდივანს გადასცა სომხეთში არსებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თავად CSTO შეიძლება, გავიდეს სომხეთიდან. ერევანმა უარი თქვა 2023 წელს დაგეგმილ CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე. როგორც მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლება წვრთნების ჩატარებას „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს. ახლახან კი სომხეთმა დათმო CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის კვოტა. „ჩვენ გავუგზავნეთ შესაბამისი წინადადება CSTO-ს“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც მინსკში, ბელორუსში მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხური მედია უწყების სპიკერზე დაყრდნობით წერს. მან არ გაამჟღავნა პაპიკიანის არმონაწილეობის მიზეზი. „იმავდროულად, პარლამენტის წევრმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მმართველი უმრავლესობის ფრაქციის მდივანმა, არტურ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ მონაწილეობს პაპიკიანი სხდომაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აქ პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის საჭირო. „სურენ პაპიკიანის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-CSTO-ს ურთიერთობებთან. დეტალები არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა და დაამატა, რომ მიზეზი შესაძლოა, ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამი დღის წინ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში არ მონაწილეობს
ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2023" იმართება. წვრთნები 6-დან 13 ოქტომბრამდე ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მოედანზე, ქალაქ ბალიკჩიში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციისა და ტაჯიკეთის ძალები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში სომხეთის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლების წინ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვზე ერევნის სრული დამოკიდებულება შეცდომა იყო“. სექტემბერში მან ასევე განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ორგანიზაციაში სომხეთის ინტერესებისთვის არაეფექტიანია. CSTO 1992 წელს შეიქმნა და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ალეინიკთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხური მედიის ცნობით, კომუნიკაცია ბელორუსის მხარის ინიციატივით შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ბელორუსის ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ. „საუბარი შეეხო CSTO-ს საქმიანობასაც. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას 22 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში,“ - ნათქვამია სომხეთის სამინისტროს განცხადებაში. ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ღონისძიებას სომხეთის პარლამენტის სპიკერიც არ დაესწრება
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. „სომხეთს არ გადაუწყვეტია CSTO-დან გასვლა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა ამ სიტუაციაში შეუსაბამოა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ CSTO, ფაქტობრივად, არანაირად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს [სომხეთის წინაშე]. რაი უნდა გავაკეთო თუ იქ წავალ?” უპასუხა სიმონიანმა მედიის შეკითხვას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთის ურთიერთობები CSTO-სთან, არანაირად არ არის გაყინული. „მე უკვე ვაცნობე მათ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებაში, პასუხი მაინც არ არის. ვფიქრობ, არც რეაქცია იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით ჩვენი არმონაწილეობის მიზეზები. მესამე ქვეყნის [შეიარაღებული] ძალები [ე.ი. აზერბაიჯანი] შემოიჭრა [CSTO-ს წევრი] სუვერენული ქვეყნის სომხეთის ტერიტორიაზე და CSTO-ს პოლიტიკური შეფასებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ [სომხეთი] რა უნდა გავაკეთოთ იქ წასვლით?," - ამბობს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო
სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კომიტეტის სხდომაში არ მონაწილეობდა. 23-ე ასეთი შეხვედრა პარასკევს ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი გერასიმოვის ხელმძღვანელობით გაიმართა. სომხეთის წარმომადგენელი მონაწილეთა შორის არ იყო. შეხვედრის დროს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე
სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაფინანსებაში, განაცხადა ერევანმა 8 მაისს. Factor.am-თან საუბრისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთი არ შეიტანს წვლილს CSTO-ს 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღეს. CSTO, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, მოიცავს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს. 2018 წლის რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა სტაბილურად ამყარებს კავშირებს დასავლეთთან, ხოლო რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ფაშინიანი ცდილობდა უსაფრთხოების კავშირების დამყარებას სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა, საფრანგეთი, აშშ და ინდოეთი. ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთი კიდევ უფრო ცდილობდა რუსეთისგან დისტანცირებას და არაერთხელ მოიხსენიებდა მოსკოვს არასანდო პარტნიორად. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი