ირანმა მეოთხე თაობის რაკეტა „ხაიბარი“ გამოსცადა.
ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია 1500-კილომეტრიანი საბრძოლო ქობინით.
ის თავდაცვის სამინისტროს აეროკოსმოსური მრეწველობის ორგანიზაციის ბოლო პროდუქტია.
Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინეს ცერემონიაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.
თეირანის მტკიცებით, პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა და შეკავებას ისახავს მიზნად.