კიევის საკრებულომ ლეონიდ ბრეჟნევისთვის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება გააუქმა. ეს წოდება ასევე ჩამოერთვა 5 სხვა პირს, რომლებიც საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ კომუნისტურ პარტიაში ან ასოცირებული იყვნენ კგბ-სთან.
როგორც კიევის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ბრეჟნევის სახელს უკავშირდებოდა "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში საპროტესტო აქციების ჩახშობა, ავღანეთის ომი, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლი. ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დაგმობის შესახებ კანონის შესაბამისად, ასევე, საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით
ბრეჟნევი კიევის პირველი საპატიო მოქალაქე 1982 წელს გახდა.
ის უკრაინის ამჟამინდელ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბადა.
ლეონიდ ბრეჟნევი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში.