დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, იუწყება პარლამენტის წევრი. რეზოლუცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო.
კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, პოლინ ლეტჰემის განცხადებით, 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი წარმოშობა კი, უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ გამოიწვია.